იონათამიშვილი – უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე: თუ დასაბუთება არ ხდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ამ საკითხებს ან რაღაც ფეიკ წყაროები აქვს ან საქმე გვაქვს პროვოკაციასთან
ბუნებრივია, რომ უკრაინის მხარეს აქვს მტკიცების ტვირთი. ამაზე ვთანხმდებით ყველა, ვისაც გვადარდებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ – რეგიონის უსაფრთხოება, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულების დასასაბუთებლად მტკიცებულებების წარდგენა არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხებს ან რაღაც ფეიკ წყაროები აქვს ან საქმე პროვოკაციასთან გვაქვს.
“ნებისმიერ შემთხვევაში, ელემენტარული სტანდარტია, თუნდაც, დიპლომატიურ ურთიერთობებში, გარკვეული ბრალდებების დაფიქსირება როცა ხდება, ჩნდება ვალდებულება, რომ ამ მხარემ აუცილებლად წაროადგინოს გარკვეული დასაბუთებები, რას ეფუძნება ბრალდებები. როდესაც მსგავსი საკითხები არ ხდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ამ საკითხებს ან რაღაც ფეიკ წყაროები აქვს ან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პროვოკაციასთან
მტკიცების ტვირთი უკრაინის მხარეს აქვს. ამაზე ვთანხმდებით ყველა, ვისაც გვადარდებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ – რეგიონის უსაფრთხოება. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. ნებისმიერი სხვა სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება არა მხოლოდ საქართველოს მიმართ განხორციელებული პროვოკაცია, არამედ, ზოგადად, რეგიონში მშვიდობის მიმართ განხორციელებული პროვოკაციაც. ჩვენი ქვეყანა და უსაფრთხოების სამსახური ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო უწყების ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი სტანდარტის პარტნიორული თანამშრომლობა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს აყალიბებენ, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კი მტკიცების ტვირთი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის გავლით რუსეთში კონტრაბანდული საქონელი არ შედის საქართველოს დააკისრა.