ქუჩები, რომლებსაც ხვალ 24 საათით წყალი შეუწყდებათ – GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 6 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის დასახლებაში, საზანოს ქუჩა N22-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალსადენის ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 6 აპრილის დილის 10:00 საათიდან 7 აპრილის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ა. გობრონიძის ქუჩა N46-ს და მუხიანის აგარაკებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS – შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები