სარჯველაძე – უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე: დაუშვებელი იყო მტკიცებულების გარეშე ასეთი განცხადების გაკეთება

დაუშვებელი იყო მტკიცებულების გარეშე ასეთი განცხადების გაკეთება. მტკიცებულება თუ ვერ იქნება, მტკიცებულება უნდა ჩაანაცვლოს ბოდიშის მოხდამ. ამას ბოდიშის მნიშვნელობიდან გამომდინარე კი არ ვამბობ, უბრალოდ, მეტი სიცხადე შევა ამ შემთხვევაში ურთიერთობებში, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება ბევრი თვალსაზრისით არის შესაფასებელი, მათ შორის, რამდენად კორექტული, სამართლიანი და არგუმენტირებულია ინფორმაცია.

„ეს განცხადება, რა თქმა უნდა, ყურადღებას იმსახურებს იმის გათვალისწინებით, რომ, ბევრი თვალსაზრისით, შეფასებას მოითხოვს. შეფასებას მოითხოვს – რამდენად კორექტული, სამართლიანი და არგუმენტირებული შეიძლება, იყოს. ყველა ამ თვალსაზრისით გარკვეული პრობლემა ამ განცხადებას აქვს და ამის შესახებ ითქვა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში, სადაც მკაფიოდ იყო არა უბრალოდ უარყოფილი, არამედ პრაქტიკულად გამორიცხულია, ასეთ ბრალდებებს რაიმე საფუძველი ჰქონდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები