პაატა მანჯგალაძე – ე.წ. კონტრაბანდაზე: უკრაინის ამ განცხადებას ცალსახად არ ვიღებ, მტკიცებულება მჭირდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას მტკიცებულებების გარეშე ვერ მიიღებს.

“უკრაინის განცხადება ძალიან მძიმეა. საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა და როცა ასეთ განცხადებას აკეთებს, მგონი, კონკრეტული ფაქტი ექნება.
უკრაინის ამ განცხადებას ცალსახად არ ვიღებ, მტკიცებულება მჭირდება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს აყალბებენ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, უწყების მტკიცებით, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები