იოსელიანი: ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა, აღნიშნული არ გამხდარა ხმის პროცესის შეწყვეტის საფუძველი

ცესკო-ს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, შუალედური არჩევნები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა.

“შუალედური არჩევნები შედგა, კენჭისყრა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა. საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფილი იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა, აღნიშნული არ გამხდარა ხმის პროცესის შეწყვეტის საფუძველი”, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები