ნათია იოსელიანი: საარჩევნო უბნებზე სულ 51 139 ამომრჩეველი მივიდა
ცესკო-ს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე დღეს სულ 51 139 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 31.8%-ია.
“რაც შეეხება აქტივობას – დღეს საარჩევნო უბნებზე სულ 51 139 ამომრჩეველი მივიდა, ეს გახლავთ 31.8%. მათ შორის, ბათუმში 10 589 ამომრჩეველი, 51. 3 %. ხოლო რუსთავსა და გარდაბანში – 40 559 ამომრჩეველი მივიდა, რაც გახლავთ ამომრჩეველთა 29 %.
შუალედური არჩევნები შედგა, კენჭისყრა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა. საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფილი იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა, აღნიშნული არ გამხდარა ხმის პროცესის შეწყვეტის საფუძველი”, – განაცხადა იოსელიანმა.