წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობა გადადო. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გუნდი, რომელიც პარასკევს მიემგზავრებოდა მარიუპოლში, რათა ხელი შეეწყო მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ზაპორიჟიეში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც შეთანხმების გაგრძელება შეუძლებელი გახდა“, – ნათქვამია წითელ ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, ისინი შაბათს, 2 აპრილს კვლავ შეეცდებიან საპორტო ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას.
„ოპერაციის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა პატივი სცენ შეთანხმებებს და უზრუნველყონ აუცილებელი პირობები და უსაფრთხოების გარანტიები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.