პუტინის ომის შედეგად ნანაგრევებად ქცეული ქალაქი – ჩერნიგოვო 24 თებერვლამდე და დღეს (ვიდეო)

უკრაინელი ტელეწამყვანი, მაშა ეფროსინინა ჩერნიგოვოში რუსი ოკუპანტების შეჭრის შედეგების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

კადრებში ჩანს, თუ როგორ გამოიყურებოდა ქალაქი 24 თებერვლამდე და როგორია ის დღეს – ნანგრევებად ქცეული ქალაქი ერთ-ერთია, რომელიც პუტინის ომის შედეგად დაზარალდა.

ქალაქში ამჟამად ის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებმაც მისი დატოვება ვერ შეძლეს. უკრაინელები ცხოვრობენ წყლის, შუქის, გათბობის, გაზის გარეშე. მათი ნაწილი თავს სარდაფებს აფარებს, ნაწილს ქუჩებში სძინავს, ნაწილი კი დაბომბვას ნაწილობრივ გადარჩენილ ბინებში იმყოფება.

ამ ხალხის ევაკუაცია ვერ ხერხდება, რადგან ქალაქის დაბომბვა გრძელდება და ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფა შეუძლებელია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები