ქაშვეთში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
უკრაინის ქალაქ ირპენში, დაბომბვის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.
ამ წუთებში, ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
საღამოს გობეჯიშვილს ტყიბულში გადაასვენებენ, კვირას კი საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომს ოთხი ქართველი მებრძოლი: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა და დავით გობეჯიშვილი შეეწირა. ისინი უკრაინის მხარეს მოხალისეებად იბრძოდნენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge