ზელენსკიმ ავსტრალიას მოუწოდა, უკრაინას ჯავშანმანქანები – Bushmaster და სხვა იარაღი გადასცეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავსტრალიელი პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

ზელენსკიმ ავსტრალიას უკრაინისთვის ჯავშანმანქანების – Bushmaster-ის და სხვა იარაღის გადაცემისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, Bushmaster-ები მნიშვნელოვნად დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

“ისევე, როგორც სხვა ტიპის იარაღსა და ტექნიკას შეუძლია, გააძლიეროს ჩვენი პოზიციები”, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ავსტრალიას უკრაინის მხარდაჭერისთვის, კერძოდ, უკრაინის ენერგეტიკის საჭიროებებისთვის 70 000 ტონა ნახშირის გამოყოფის გადაწყვეტილების გამო.

გარდა ამისა, ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

“ძლიერი სანქციებია საჭირო, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ბირთვულ შანტაჟს, ზღვის ბლოკადას, მან უნდა გადაიხადოს მაღალი ფასი. არცერთი რუსული ხომალდი არ უნდა შეუშვან თავისუფალი სამყაროს პორტებში. რუსული ნავთობის ყიდვა, ნიშნავს გადაიხადო ფული გლობალური უსაფრთხოების საძირკველის ნგრევაში. ნებისმიერი ბიზნესი სრულად უნდა შეწყდეს. არანაირი დოლარი ხალხის განადგურებისთვის!”, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები