გიორგი კახიანი: მშვიდობიანი მეთოდებით უნდა აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა

“უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ჩვენი პოლიტიკა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არ შეცვლილა – მშვიდობიანი მეთოდებით უნდა აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც კახიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, მმართველი გუნდი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ჩვენი პოლიტიკა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არ შეცვლილა. ეს პოლიტიკა გულისხმობს, რომ ჩვენ მშვიდობიანი მეთოდებით უნდა აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ უნდა შევძლოთ, ნდობა აღვადგინოთ ჩვენ ძმებთან, ჩვენს დებთან, აფხაზებსა და ოსებთან. მხოლოდ ეს არის ერთადერთი გზა. რაც  უნდა პროვოკაციები იყოს და, სამწუხაროდ, რამდენი ასეთი პროვოკაცია, პირდაპირი მცდელობები ვნახეთ, რომ საქართველო ჩათრეული ყოფილიყო საომარ მოქმედებებში. ჩვენ ამას ცივი გონებით ვპასუხობთ და ვატარებთ პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები