უკრაინულ და უცხოურ მედისაშუალებებში გავრცელდა ვიდეოკადრები განადგურებულ ქალაქ ირპენიდან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Ukrainian Witness-ის ოპერატორმა, იური გრუზინოვმა გადაიღო.
ამ დრომდე, ქალაქ ირპენში მოხვედრა, მძიმე ბრძოლების გამო, შეუძლებელი იყო. კადრები კი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილშია გადაღებული.
28 მარტს ქალაქის მერმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარმა ირპენზე კონტროლი დაიბრუნა.
კადრები 29 მარტს არის გადაღებული.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge