საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, იეპე კოფოდი ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 30 მარტს საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი – იეპე კოფოდი ეწვევა.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს ვიცეპრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან და საქართველოს ვიცეპრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან.
შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ როგორც საქართველო-დანიის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს, ისე რეგიონსა და მსოფლიოს მასშტაბით არსებულ მნიშვნელოვანი თემებს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები