გია აბაშიძე: სრულიად უპასუხისმგებლო და მავნებლური განცხადება უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის მდივნისგან

“სრულიად უპასუხისმგებლო და მავნებლური განცხადება უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის მდივნისგან, უკრაინასაც ამ ეტაპზე, იქაური კახა ლომაია ჰყოლია უშიშროების საბჭოს თავკაცად სრულიად უპასუხისმგებლო და მავნებლური განცხადება უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის მდივნისგან”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე Facebook-ზე წერს.

მისივე თქმით, რუსეთთან უაზრო ომის გაჩაღება უკრაინის მეგობარი ქვეყნების მიერ, თავად უკრაინისთვისაც ძალიან წამგებიანი იქნება.

„სრულიად უპასუხისმგებლო და მავნებლური განცხადება უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის მდივნისგან. მონსტრ რუსეთთან უაზრო ომის გაჩაღება უკრაინის მეგობარი ქვეყნების მიერ, თავად უკრაინისთვისაც იქნება ძალიან წამგებიანი. ეს კარგად უნდა ესმოდეს ასეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელს. თუმცა, როგორც ჩანს, დანილოვის CV-დან, უკრაინასაც ამ ეტაპზე, იქაური კახა ლომაია ჰყოლია უშიშროების საბჭოს თავკაცად. Сла́ва Украї́ні! უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი: დნესტრისპირეთი, საქართველო და ყველა დღეს დაკავებული რომ იყვნენ თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარებოდა, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა“, – წერს გია აბაშიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები