გიორგი ამილახვარი: პროფესიული განათლება ჩვენი ეკონომიკის განვითარების ღერძია
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი, კომიტეტის წევრებსა და პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ერთად, კაჭრეთის კოლეჯ „აისს” ესტუმრა.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პროფესიული განათლებაა, რადგან იგი ქვეყნის ეკონომიკის ღერძს წარმოადგენს.
„სწორედ ამიტომ, დღეს მოვინახულეთ კოლეჯის ინფრასტრუქტურა, გავეცანით, თუ რა პროგრამები ხორციელდება, შევხვდით სტუდენტებს. ეს არის რეალური შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომ სწრაფად, მოკლე ვადებში დაეუფლონ პროფესიებს. ეს არის მოკლე გზა დასაქმებისკენ. ამიტომ, გავაგრძელებთ პროფესიული განათლების მხარდაჭერას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ღერძი ჩვენი ეკონომიკის განვითარების”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.