25 მარტი ლილი იოსელიანის დაბადების დღეა

25  მარტს  რეჟისორსა და  პედაგოგს, სახალხო არტისტს,  ლილი იოსელიანს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ლილი იოსელიანის ხსოვნას, მის ღვაწლს ქართული კულტურის განვითარებაში და ინფორმაციას აქვეყნებს.
ლილი იოსელიანმა 1945 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა წელს იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დამდგმელი რეჟისორი, ასევე, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1945 წლიდან გარდაცვალებამდე, პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, გახლდათ ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. განსაკუთრებულია ლილი იოსელიანის წვლილი მსახიობთა და რეჟისორთა პროფესიულ დაოსტატებაში. მისი აღზრდილი თაობები წარმატებით მოღვაწეობენ თანამედროვე ქართულ სასცენო ხელოვნებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები