კულტურის სამინისტრომ კონკურსის „სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯით” გამარჯვებული პროექტები გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯით” გამარჯვებული პროექტები გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
1. უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი”, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
2. ჯ. პუჩინის „ტოსკა”, დაფინანსდა ოპერის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
3. „ღამეთა გრძელი ზღაპარი”, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
4. „ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
5. „ჟირაფი ჟოზე”, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
6. სპექტაკლის „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი” სადადგმო ხარჯებით ხელშეწყობა, განმახორციელებელი – სსიპ თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
7. სპექტაკლი რეზო გაბრიაძის პიესის მიხედვით „რა სევდაა ხეივნის ბოლოს”, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
8. „პიესა „ძუნწი” – ჟან-ბატისტ მოლიერი სპექტაკლი „ჰარპაგონი”, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ ქ. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
9. ოზურგეთის თეატრის საგასტროლო ტურნე თბილისში, რუსთავსა და გორში, განმახორციელებელი – სსიპ ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
10. თბილისის სომხური თეატრის გასტროლი საქართველოს რეგიონებში, განმახორციელებელი – სსიპ თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი;
11. „მარო მაყაშვილის ნაკვალევზე”, დაფინანსდა საგასტროლო ტურნე საქართველოს რეგიონებში სპექტაკლით „მარო მაყაშვილის დღიური”; განმახორციელებელი – სსიპ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 250 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 20-მა განმცხადებელმა მომართა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.