ელენე ახვლედიანი – კიევისა და ხარკოვის ოპერის თეატრების მხატვარი
ცნობილი ქართველი მხატვარი თურმე თავის დროზე კიევისა და ხარკოვის ოპერის თეატრების მხატვარი ყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
„ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ელენე ახვლედიანი კიევისა და ხარკოვის ოპერის თეატრების მხატვარი იყო.
1955-1956 წლებში მან გააფორმა ჯუზეპე ვერდის „ბალ-მასკარადი“ ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის მისი შესანიშნავი ფერწერული ტილოები: „ზამთარი. კიევი“ და „კიევი“, – აღნიშნულია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.