ბექა დავითულიანი – ქართველი მებრძოლებისთვის პატივის მიგებაზე: ხვალ და ზეგ თბილისში არ ვარ, მაგრამ როცა ჩამოვალ, აუცილებლად მივალ

“პატივს მიაგებს ყველა, ვინც როგორ ჩათვლის. მივლენ ალბათ პანაშვიდზე და დაესწრებიან. მეც ხვალ და ზეგ თბილისში არ ვარ, მაგრამ როცა ჩამოვალ, აუცილებლად მივალ”,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა კითხვას, რომელიც უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლებისთვის პატივის მიგებას ეხებოდა.

დავითულიანმა დაღუპული მებრძოლების ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.

“ვიზიარებ ამ ადამიანების ოჯახების მწუხარებას. მათი ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ და მათ მიმართ გამოხატა სახელმწიფომ პატივისცემა იმით, რომ სრულად უწევს ორგანიზებას მათ ღირსეულად გაცილებას ამ ქვეყნიდან. პატივს მიაგებს ყველა, ვინც როგორ ჩათვლის. მივლენ ალბათ პანაშვიდზე და დაესწრებიან ადამიანები. მეც ხვალ და ზეგ თბილისში არ ვარ, მაგრამ როცა ჩამოვალ აუცილებლად მივალ”, – განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების: გია ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს. დაღუპულ ქართველ მებრძოლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მოქალაქეები დახვდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა. ზურაბიშვილმა გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები