ბოლონიის საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობა – შეხვედრა ქართველ მწერლებთან

მწერალთა სახლის ორგანიზებით და ,,თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქთან” თანამშრომლობით, ბოლონიის საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში საბავშვო მწერალ ვასილ გულეურთან
შეხვედრა გაიმართა; ასევე – ქართველი საბავშვო მწერლის, მარიამ წიკლაურის წიგნის Una Domenica Insolita-ის იტალიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ: წიგნის იტალიელი გამომცემელი ჯულიანო ლადოლფი და მთარგმნელი ნუნუ გელაძე.
წიგნი, მწერალთა სახლის ხელშეწყობით, იტალიაში 2021 წელს გამოიცა.
21-24 მარტს ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე საქართველო „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ ორგანიზებული სტენდით წარდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები