ქუთაისში მარიამ ჭაჭიას ფილმის – „მოუსმინე სიჩუმეს“ ჩვენება გაიმართება

26 მარტს, 19:00 საათზე, ქუთაისში, კინოთეატრ „საქართველოში“ მარიამ ჭაჭიას ფილმს – „მოუსმინე სიჩუმეს“  უჩვენებენ. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„მოუსმინე სიჩუმეს” მარიამ ჭაჭიას 2016 წლის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია.
ამბავი 9 წლის ლუკაზეა, რომელიც სმენადაქვეითებული და ყრუ ბავშვთა სკოლა-ინტერნატის მოსწავლეა. მისი ოცნებაა, ქართული ცეკვა ისწავლოს და სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მაყურებლის წინაშე სცენაზე წარდგეს.
მარიამ ჭაჭია ახალგაზრდა ქართველი რეჟისორია, რომელიც ამ ეტაპზე დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობს. პირველი ფილმი „კიროვის ქუჩა №8” 2013 წელს გადაიღო. მისი ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს“  არაერთი პრიზის მფლობელია, მათ შორის – „ოქროს მტრედის“ – „დოკ ლაიფციგის“ საერთაშორისო ფესტივალზე.
ქუთაისში ჩვენებას დაესწრებიან ფილმის რეჟისორი, მარიამ ჭაჭია და პროდიუსერი, ნინო ჯინჭარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები