ამირან გამყრელიძე: C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში, ბოლო 7 წლის განმავლობაში უკვე 80-ზე მეტი პროექტია განხილული და დაფინანსებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში, ბოლო 7 წლის განმავლობაში უკვე 80-ზე მეტი პროექტია განხილული და დაფინანსებული.
„C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში, არსებობს სამეცნიერო კომიტეტი, რომელსაც ამერიკისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრები ხელმძღვანელობენ. ჩვენ განვიხილავთ ხოლმე პატარ-პატარა პროექტებს და უკვე 80-ზე მეტი პროექტია ამ 7 წლის განმავლობაში განხილული და დაფინანსებული“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.