ამირან გამყრელიძე: მთელ რიგ ქვეყნებში პანდემიამ ისევ „აწია კუდი“

“მთელ რიგ ქვეყნებში ისევ „აწია კუდი“ პანდემიამ, ძირითადად, ომიკრონ BA2-ის ხარჯზე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი მოწოდება ვაქცინაციის შესახებ კვლავ ძალაშია.

“ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი რადიკალურად შემცირებულია. ასევე, შემცირებულია ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფი პაციენტების რიცხვიც და, რაც მთავარია, ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობის შემთხვევებიც. გუშინ გარდაცვალების 3 შემთხვევა იყო, დღეს კი 7 დაფიქსირდა. მთელ რიგ ქვეყნებში ისევ „აწია კუდი“ პანდემიამ, ძირითადად, ომიკრონ BA2-ის ხარჯზე, მაგრამ სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია, იქ სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არ მატულობს. ამიტომ, მთავარი მოწოდება კიდევ რჩება აცრები და ბუსტერი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები