აგვისტოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „სევანი“ გაიმართება
6 – 7 აგვისტოს, სომხეთში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „სევანი“ გაიმართება. – ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფესტივალი თავის დროზე მასპინძლობდა ჯგუფებს საფრანგეთიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.
„ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://rb.gy/chymol მონაწილეობის მისაღებად განაცხადები უნდა შეივსოს 2022 წლის 31 მარტამდე ბმულზე: http://fest.sevanyc.org/en/#join-us“, – ნათქვამია ინფორმაციაში.