23 მარტი ჯემალ აჯიაშვილის დაბადების დღეა

23 მარტს ქართველი ებრაელი პოეტი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი და მთარგმნელი – ჯემალ აჯიაშვილი 78 წლის გახდებოდა.
დაიბადა სენაკში 1944 წელს. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1968 წლიდან ეწეოდა  მთარგმნელობით, სამწერლო მოღვაწეობას. ქართულ ენაზე თარგმნა მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები: ბიბლიური ფსალმუნები, ანდალუსიელი ებრაელი პოეტების ლექსები, ძველბერძნული და სპარსული პოეზიის ნიმუშები, შექსპირის, ჩიკამაცუს, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამატული პოემები, დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს, რილკეს სონეტები, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბორის პასტერნაკის და სხვათა ლექსები. თეატრებში წარმატებით იდგმება მისი ნათარგმნი პიესები.
გარდაიცვალა 2013 წლის 5 იანვარს ისრაელში. დაკრძალულია იქვე.
ჯემალ აჯიაშვილი იყო:  საქართველოს მწერალთა კავშირისა და საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი; საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); საქართველოს მე-3 და მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი; საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის (2003 წლის 22 იანვრიდან – ვიცე-პრეზიდენტი, 2009 წლიდან – გენერალურ დირექტორი) და ებრაულ თემთა ევროკავშირის ორგანიზაციათა წევრი; საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის ლაურეატი; ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიისა და პრემია „საბას“ ლაურეატი; ღირსების ორდენის კავალერი; თბილისის საპატიო მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები