23 მარტი ვახტანგ კახიძის დაბადების დღეა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცნობილ ქართველ კომპოზიტორსა და დირიჟორს, ვახტანგ კახიძეს დაბადების დღეს ულოცავს და ინფორმაციას ავრცელებს.
ვახტანგ კახიძემ, როგორც დირიჟორმა, საქმიანობა 1990 წელს დაიწყო, 1993 წლიდან იგი თბილისის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორია, ხოლო 2002 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.
ასევე, ვახტანგ კახიძე ხელმძღვანელობს თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს და საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – „შემოდგომის თბილისი”.
ცნობილი მუსიკოსი არაერთი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. ვახტანგ კახიძემ 1997 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია მიიღო, 2000 წელს კი – ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.