„ბერძნები საქართველოში“ – ეროვნული არქივის პავილიონში გამოფენა გაიხსნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა – „ბერძნები საქართველოში“ გაიხსნა და საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
ეროვნული არქივის კოლექციებში საქართველოში მცხოვრები ბერძნების შესახებ მრავალფეროვანი მასალაა დაცული, რომელიც მათ ცხოვრებასა და ორი ქვეყნის ურთიერთობებს ასახავს. გამოფენაზე წარმოდგენილია: ქართული და ბერძნული ისტორიული საბუთები, ბერძნული საგალობლები, დოკუმენტები ტაძრების, ბერძენი ოსტატებისა და ბერძნული სასწავლებლების შესახებ, რუკები, შენობა-ნაგებობათა პროექტები, ფოტოები და სხვა.
გამოფენა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და საქართველოში საბერძნეთის ელჩმა მარია თეოდორუმ გახსნეს.
ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში 27 მარტამდე გაგრძელდება.