ბოლნისის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, „წითელმა ჯვარმა“ მოწყვლადი კატეგორიის 200 ოჯახს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა
„წითელმა ჯვარმა“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჩართულობით, მოწყვლადი კატეგორიის 200 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებებისგან შემდგარი პაკეტები დაურიგა.
პაკეტები ბენეფიციარებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა პირადად მიუტანეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი „წითელი ჯვარის საზოგადოებასთან“ აქტიურად თანამშრომლობს, საერთაშორისო ორგანიზაციამ ჰუმანიტარული პაკეტები მუნიციპალიტეტში უკვე რამდენჯერმე დაარიგა.