რუსეთის პარტია ლდპრ-ში, რომლის ლიდერიც ვლადიმერ ჟირინოვსკია, აცხადებენ, რომ კორონავირუსების ყველა სახეობა უკრაინის ბიოლაბორატორიიდან ვრცელდება.
ამის შესახებ პარტიის საგანგებო ბრიფინგზე ითქვა.
“მოულოდნელად ვაკვირდებით, რომ კორონავირუსების გავრცელების საქმეში ბოლო რამდენიმე წელია, მკაფიოდ ვლინდება უკრაინული კვალი. პენტაგონის მიერ დაფინანსებული, უკრაინაში არსებული ბიოლაბორატორიები, ყველა სახის კორონავირუსებს ცალკე მიმართულებად იკვლევდნენ”, – აღნიშნეს პარტიაში.