კახა კალაძე: არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ რუსეთიდან ადამიანები გამორბიან, როდესაც იქ არსებული მდგომარეობა არ მოსწონთ

არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ რუსეთიდან ადამიანები გამორბიან, როდესაც არ მოსწონთ იქ არსებული მდგომარეობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში ბევრი ადამიანია ისეთი, ვინც ცივილურად აზროვნებს და რუსეთის საომარი მოქმედებები არ მოსწონს.

„ბევრისთვის, ვინც ნორმალურად აზროვნებს, არ უნდა იყოს მოსაწონი, როდესაც შენი ქვეყანა უცხო ქვეყანაში იჭრება და საომარ მოქმედებებს იწყებს. ბევრი ადამიანია, ვინც ცივილურად აზროვნებს და თავისი ქვეყნის ამგვარი ქმედება არ მოსწონს”, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები