ქართველი რეჟისორების წარმატება სალონიკში
წელს სალონიკის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე, პროგრამა Meet the Future-ს ფარგლებში, საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ღონისძიება ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოფესტივალზე თავიანთი ფილმების პროექტების წარსადგენად გაემგზავრა 5 ქართველი რეჟისორი:
მარადია ცაავა, პროექტით „წარმოდგენა“;
თამთა გაბრიჩიძე, პროექტით „მუღამათი“;
ელენე მიქაბერიძე, პროექტით „ლურჯი მოცვი“;
შორენა თევზაძე, პროექტით „ციხესიმაგრე“;
ქეთევან კაპანაძე, პროექტით „პერენ ბატოკი“.
პროექტების წარდგენამ წარმატებით ჩაიარა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ქართველ რეჟისორებს, მოიძიონ პარტნიორები.