„მაძიებელი“ – ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე შექმნილი წიგნის წარდგენა გაიმართება
24 მარტს, 16:30 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“, ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე შექმნილი ახალი კრებულის – „მაძიებელი“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კრებულში შესულია 8 ახალი მოთხრობა: ვანო ამირბეგოვის, დავით გარსიაშვილის, თეონა დალაქიშვილის, მარი ენუქიძის, თეკლა ერემეიშვილის, ია ზურაბაშვილის, გვანცა სუთიაშვილის და ანა ურუშაძის ავტორობით.
ივანე ამირხანაშვილი:
„ეს არ არის ჩვეულებრივი ანთოლოგია. შესაძლოა, საერთოდ არც იყოს ანთოლოგია კლასიკური გაგებით, ვინაიდან წარმოადგენს კონკურსის შედეგად შერჩეულ ტექსტებს, რომლებსაც აქვს კონკრეტული მიზანდასახულობა, თემა, მოტივი, ამოცანა – შევიდეს ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის პროზაულ დისკურსში.
მეგობრობის სულისკვეთების მხატვრული ისტორია – ასე განვსაზღვრავდი კრებულის შინაარსს, რომელიც სულაც არ არის აბსტრაქტული, პირიქით, საკმაოდ კონკრეტული, ხელშესახები მხატვრული სინამდვილეა და ახალი რაკურსით წარმოგვიდგენს ჩვენი ერების ურთიერთობის ისტორიას, რომელშიც ბევრი რამ არის სინქრონული, ემპათიური, თავისთავადი, უცვლელი, ზედროული“.

წიგნი გამოიცა საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, იუნესკოს მიერ თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელებასთან და ისრაელ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით