სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელდება

სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ სკოლაში არის ინფიცირება და სკოლა ჩათვლის საჭიროდ, რომ კლასი ან სკოლა დისტანციურზე გადავიდეს, მოსწავლეები კვლავ სახლიდან ისწავლიან.

„დღეს იყო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საუბარი, რომ საჯარო უწყებებში დისტანციურ რეჟიმზე ვინც იყო, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ადამიანები დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ, დასწრებულ მუშაობას. სკოლას ეს არ შეხებია. თუ სკოლაში არის ინფიცირება და სკოლა ჩათვლის საჭიროდ ეპიდემიოლოგთან კონსულტაციით, რომ კლასი ან სკოლა გადავიდეს დისტანციურზე, ის გადავა,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები