შალვა პაპუაშვილი – რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: ყველანაირად ვხედავთ, რომ რაიმე დრამატული ზრდა არ არსებობს

რა თქმა უნდა, იქნებიან მოქალაქეები, რომლებიც ტოვებენ ქვეყანას და ზოგიერთი მოქალაქე ალბათ ჩვენთანაც შემოვა, მაგრამ ამის ასეთი დრამატიზება, თითქოს, ეს იყოს რაღაც დაგეგმილი ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, ამხელს ზოგიერთი ოპონენტის დღის წესრიგს, რომ რაიმენაირად არიონ ქვეყანაში სიტუაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის თვალსაზრისით რაიმე დრამატული ზრდა არ არსებობს.

“ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის, მინისტრის საათის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შემოდიოდა, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა. ყველანაირად ვხედავთ, რომ რაიმე დრამატული ზრდა არ არსებობს. თავისთავად გასაგებია, რომ რა თქმა უნდა, რუსეთიდან იქნება მოქალაქეების გადინება, ომში არის ქვეყანა, აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, იქნებიან მოქალაქეები, რომლებიც ტოვებენ ქვეყანას და ზოგიერთი მოქალაქე ალბათ ჩვენთანაც შემოვა, მაგრამ ამის ასეთი დრამატიზება, თითქოს ეს იყოს რაღაცა დაგეგმილი ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, ამხელს ზოგიერთი ოპონენტის დღის წესრიგს, რომ რაიმენაირად არიონ ქვეყანაში სიტუაცია. რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ტალღა აიწია, რამე დრამატული მოხდა, რამეს ვხედავთ განსაკუთრებულს? არა, რა თქმა უნდა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მშვიდი და ამავე დროს მტკიცე პოლიტიკის შედეგებს, რაც, საბოლოოდ, აისახა ჩვენი მოსახლეობის შედეგებზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები