დავით უსუფაშვილი: საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სურს, რომ ქვეყნის დეოკუპაცია მოხდეს, ამისთვის საჭიროა ჩვენი გვერდში დგომა როგორც უკრაინასთან, ისე – საერთაშორისო საზოგადოებასთან

“დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არის შეშფოთებული და შეძრწუნებული იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში”, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ქვეყნის დეოკუპაცია სურს, ამისთვის კი საჭიროა როგორც უკრაინასთან, ისე საერთაშორისო საზოგადოებასთან გვერდში დგომა.

“დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არის შეშფოთებული და შეძრწუნებული იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ომი საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სურს, რომ საქართველოს დეოკუპაცია მოხდეს და ამისთვის საჭიროა ჩვენი თანადგომა, გვერდში დგომა როგორც უკრაინასთან, ისე – საერთაშორისო საზოგადოებასთან, ვის გარეშეც ჩვენ ამ ამოცანებს ვერ მივაღწევთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები