უკრაინიდან დევნილი პოეტის, რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი საღამო გაიმართება
22 მარტს, 17 საათზე, მწერალთა სახლში, საქართველოს მწერალთა კავშირისა და შოთა რუსთაველის საზოგადოების ეგიდით, გაიმართება უკრაინიდან დევნილი პოეტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი საღამო.
ინფორმაციას რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმედელი ავრცელებს.
მის: მაჩაბლის ქ. 13.