ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები – საქველმოქმედო კინოჩვენება გაიმართება
18 მარტს, 20:00 საათზე, N1 ღვინის ქარხანაში, ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს ფილმებია:
„ცუდი ხალხი“ – გიორგი თავართქილაძე;
„ნომერი 26“ – გვანცა მეფარიშვილი;
„საშლელი“ – დავით ფირცხალავა;
„ბოდიში დაგვიანებისთვის“ – ლუკა ბერაძე.
„ნომერი 26“ – გვანცა მეფარიშვილი;
„საშლელი“ – დავით ფირცხალავა;
„ბოდიში დაგვიანებისთვის“ – ლუკა ბერაძე.
ჩვენების შემდეგ გაიმართება აღნიშნული ფილმების რეჟისორებთან შეხვედრა.
ბილეთებიდან შესული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად.
სურვილის შემთხვევაში, თითოეული სტუმარი, საქველმოქმედო მიზნისთვის, შეძლებს თანხის დამატებას.
მისამართი: ვასილ პეტრიაშვილის №1 (შესასვლელი მელიქიშვილის მხრიდან).