კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მურმან ჯინორიას საიუბილეო საღამო გაიმართა

ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მსახიობის, მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის, მურმან ჯინორიას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საიუბილეო საღამოზე მურმან ჯინორიამ წაიკითხა ლექსები, ასევე, ნაჩვენები იყო მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი დოკუმენტური ფილმი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობები და მომღერლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები