გორში გარე განათებების განახლება მიმდინარეობს

გორში გარე განათებების განახლებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

არსებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სოდიუმისა და ეკო ნათურები ახალი, ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლდა რობაქიძის, ამილახვრისა და პუშკინის ქუჩებზე, ასევე მშვიდობის გამზირის მონაკვეთზე.

სამომავლოდ იგეგმება სანათების შეცვლა გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე. გარე განათება განახლდება 26 მაისის სანაპიროზეც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები