როგორია რუსეთის დანაკარგი უკრაინაში – თავდაცვის სამინისტროს განახლებული მონაცემები

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

მონაცემები 24 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდს მოიცავს.

უწყების ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 14 200;
ტანკი – 450;
ჯავშანტექნიკა – 1 448;
საარტილერიო სისტემა – 205;
სარაკეტო სისტემა – 72;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 43;
თვითმფრინავები – 93;
ვერტმფრენი – 112;
სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 879;
გემი/ნავი/კატარღა – 3;
საწვავის რეზერვუარი – 60;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 12;
სპეციალური აღჭურვილობა – 11.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები