ხატია დეკანოიძე: გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა

უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გენერალი გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა.

ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი საქმე ომის პირობებში“, – წერს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, გიორგი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას ორი ბრალი აქვს წარდგენილი – ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისათვის და 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები