ირაკლი ოქრუაშვილი: უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს, რომელიც უკრაინაში იმყოფება.
„ორით ნაკლები ქართველი“ – წერს ოქრუაშვილი Facebook გვერდზე.
ოქრუაშვილის თქმით, დაღუპულები სხვაგან იბრძოდნენ და მასთან ერთად არ იყვნენ.