ირაკლი ღარიბაშვილი: რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, ის, რაც ხდება უკრაინაში, პოლონეთის პრემიერმინისტრის ვიზიტი თანადგომისა და მხარდაჭერის მორიგი ნათელი გამოხატულებაა
რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, ის, რაც ხდება უკრაინაში, რა თქმა უნდა, პოლონეთის პრემიერმინისტრის ვიზიტი თანადგომისა და მხარდაჭერის მორიგი ნათელი გამოხატულებაა. მით უმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ პრემიერმინისტრი მორავიეცკი პირადად იყო ჩასული კიევში. იგი შეხვდა უკრაინელ ლიდერებს და პირადად გამოხატა სოლიდარობა და თანადგომა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერმინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, საქართველომ თავის თავზე გამოცადა ის დიდი უბედურება, ტრაგედია, რაც დღეს ხდება უკრაინაში. „რაოდენ სიმბოლურია, რომ დღეს პოლონეთისა და ევროპის გამორჩეული ლიდერის, საქართველოს დიდი მეგობრის, პრეზიდენტ კაჩინსკის მონუმენტს ჩვენ ერთად გავხსნით ბათუმში.
სამწუხაროდ, საქართველომ თავის თავზე გამოცადა ის დიდი უბედურება, ტრაგედია, რაც დღეს ხდება უკრაინაში. ჩვენ უკვე გადავიხადეთ დიდი ფასი, საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2008 წელს. მე ჩვენს მეგობრებს ყოველთვის ვახსენებ, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% დღეს არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და რომ ჩვენ ვცხოვრობთ რუს ჯარისკაცებთან ერთად, ჩვენს ტერიტორიაზე”, – განაცხადა პრემიერმა.