თეა წულუკიანი „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ეწვია

თეა წულუკიანი სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ეწვია. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა მინისტრის მოადგილესთან, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, სოსო გიორგაძესთან და სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილესთან, ვახტანგ ბააკაშვილთან ერთად დაათვალიერა ახალგაზრდობის სააგენტოს შენობა. შედგა მსჯელობა, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ინფრასტრუქტურა ისე, რომ უფრო ეფექტიანი იყოს, მოეწყოს სათანადო სივრცეები ახალგაზრდებთან შესახვედრად და სათანადო სამუშაო პირობები შეიქმნას.

ამასთან, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ეფექტიანობის გაზრდისთვის სამომავლო გეგმები დაისახა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალგაზრდები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრიორიტეტია და, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მუშაობაც ორიენტირებული უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს პროექტებში, სააგენტოს სერვისების ხელმისაწვდომის ზრდისა და ახალი სერვისების შექმნის პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები