მამუკა მდინარაძე: არავინ უჩივლებს პრეზიდენტს, სარჩელი შევა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს განმარტება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის მიზნებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, საკონსტიტუციოში სარჩელი მხოლოდ იმისთვის შედის, რომ სასამართლომ კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ განმარტება გააკეთოს.

„არავინ უჩივლებს პრეზიდენტს. სარჩელი შევა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს განმარტება. პრინციპში სწორი და მკაფიო განცხადებაა, დავეთანხმები კახის, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომ გუშინ ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენს განცხადებას ისეთი ინტერპრეტაცია მოჰყოლოდა, თითქოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტს წინა ეტაპი იყოს. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სარჩელი შევა მხოლოდ და მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ განმარტება გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლომ და ამავდროულად დაადგინოს ფაქტი იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ჰქონდა მცდელობა უფრო მეტი გავლენა ჰქონოდა პროცესებზე, ვიდრე ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული“, – განმარტა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები