დავით ზალკალიანმა აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარესთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარესთან, სენატორ რონ ჯონსონთან.

საუბრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია, ამ ფონზე უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილი რთული ვითარება და მისი გავლენა საქართველოზე, რეგიონში შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატულ მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მინისტრმა სენატორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯებისა და ღონისძიებების თაობაზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა.

დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, როგორც უსაფრთხოების, ასევე, ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სენატორს მისი მრავალწლიანი, აქტიური ჩართულობისა და საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესის განუხრელი ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები