ანრი ოხანაშვილი: ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების პოლიტიკური კურსი, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას აქვს, კიდევ ერთხელ დადასტურდა
ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების პოლიტიკური კურსი, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას აქვს, კიდევ ერთხელ პოლიტიკურად დადასტურდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს და ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება შეხვედრები.
“ეს არის ვალდებულება, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ კონსტიტუციით გაწერა – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრებიც და ამ მიზნით საერთაშორისო პლატფორმებს გამოვიყენებთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია პარლამენტმა 111 ხმით მიიღო.