ნიკოლოზ სამხარაძე: რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გეგმაში აქვს როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია

რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას გეგმაში აქვს როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების საკითხი რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯია.

„ეს არის კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამით, რომ მას გეგმაში აქვს როგორც აფხაზეთის, ასევე, ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია,”- განაცხადა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტი დუმას წარუდგინა. კანონპროექტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები