რუსეთს “ინსტაგრამ”-ის დაბლოკვა 200 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდება
“ინსტარამ”-ის დაბლოკვა რუსეთს 200 მილიონ დოლაზე მეტი დაუჯდება. ამის შესახებ გამოცემა Forbes წერს.
გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ გასულ წელს რუსი “ინსტაგრამ”-ბლოგერების შემოსავალმა 211 მილიონ დოლარს გადააჭარბა, გამოცემა ფიქრობს, რომ დანაკარგიც არანაკლები იქნება.
ცნობისთვის, რუსეთში ინსტაგრამს 80 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა მაშინ, როდესაც რუსული სოციალური ქსელით “ვკონტაქტე” – 73 მლნ, “ფეისბუქით” კი მხოლოდ 39,7 მილიონი ადამიანი სარგებლობს.