„ძაღლების შორეული ყეფა“ – სპეციალური კინოჩვენება გაიმართება

17 მარტს, 12:00 საათზე,  CinéDOC-Tbilisi-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ფილმი „ძაღლების შორეული ყეფა”,  სიმონ ლერენგ ვილმონტის რეჟისორობით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმის დასრულების შემდეგ,  გაიმართება  დისკუსია კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილთან ერთად.
ფილმის აღწერა:
ფილმი აღმოსავლეთ უკრაინაში, ომის წინა ხაზზეა გადაღებული და 10 წლის უკრაინელი ბიჭის, ოლეგის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მაყურებელი ხედავს, თუ როგორ კარგავს ის ბავშვურ უმანკოებას. ბებიასთან ერთად სოფელ ჰნუტოვში ცხოვრობს, მათ წასასვლელი არსად აქვთ, ამიტომ სოფელში რჩებიან და უყურებენ, თუ როგორ იცლება იქაურობა ადგილობრივი მცხოვრებლებისგან.
ცხოვრება ნელ-ნელა რთულდება, ომს ბოლო არ უჩანს. ასეთ დაცლილ გარემოში, სადაც ბებიასა და შვილიშვილს ერთმანეთის გარდა არავინ ჰყავთ, ვხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლო ურთიერთობები გადარჩენისთვის. მაყურებელი ოლეგის პერსპექტივით ხედავს, თუ რას ნიშნავს საომარ ზონაში ბავშვობის გატარება და როგორ ირყევა ბავშვის სამყარო იმის აღმოჩენით, თუ რა საფრთხეები ახლავს თან ომს.
„ძაღლების შორეული ყეფა” ააშკარავებს ომის შედეგებს, უკრაინელი ბავშვების ცხოვრებაზე დაკვირვებით. ასევე, იმ ჭრილობებსა და ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, რომლებიც ამ თაობის მომავალს განსაზღვრავს.

ფილმის ბმული: https://cinedoc-tbilisi.com/ka/green-hall#cinedoc-stage
დისკუსიის ბმული: https://us02web.zoom.us/j/89195414274…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები